1. პროექტის სახელი: ვილაპარაკოთ გერმანულ ენაზე
2. პროექტის მიზანი: გაეცნონ გერმანული სკოლის სტრუქტურას და თავიანთ თანატოლებს გერმანიაში, კონტაქტი დაამყარონ უცხო ენაზე მოლაპარაკეებთან და დაძლიონ კომუნიკაციის პრობლემა.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეობას იღებს მე–10 კლასის მოსწავლეები. ისინი დაყოფილნი არიან სამ ოთხკაციან ჯგუფებად და მუშაობენ მასწავლებლის მითითებით.
პირველი ჯგუფი ინტერნეტში ეძებს მასალას სკოლების შესახებ, რა სახის სკოლები არსებობს, რამდენ წელს სწავლობენ და სხვა ზოგად ინფორმაციას გერმანული სკოლის შესახებ.
მეორე ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით უკავშირდება გერმანიის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეებს და აწარმოებენ მათთან პირად მიმოწერას, იგებენ მათ პირად ინტერესებზე, რას და როგორ სწავლობენ და რამდენად მოსწონთ, უყვებიან საკუთარი თავის შესახებ.
მესამე ჯგუფი ინტერნეტით კონტაქტს ამყარებს ინგლისის გერმანულ ენოვანი სკოლის მოსწავლეებთან, ეკითხებიან მათ პირად გამოცდილებაზე, როგორ დაძლიეს სირთულეები გერმანულის სწავლისას, ახდენენ აზრის გაცვლას და ესაუბრებიან თავიანთ თავზეც.
4. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
5. პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები თავისუფლად ახერხებენ საუბარს, თუმცა უშვებენ შეცდომებს, შეეჩვივნენ ლექსიკონთან მუშაობას, რადგან მუშაობის დროს ხშირად ჰქონდათ ამის საჭიროება.
7. სარგებელი სხვებისთვის: ახდენენ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციას და სხვებს უზიარებენ იმ რჩევებს, რომლებიც უცხოელი მეგობრებისგან მიიღეს, მასწავლებლისთვისაც ბევრად ადვილი ხდება კლასთან მუშაობა და შედეგების მიღწევა.
8. სამუშაო ენა: ქართული, გერმანული.
9. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ გვყავს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუშაობისას აქტიურად ხდება ისტ–ს გამოყენება. მოსწავლეები ეცნობიან ევროპული სწავლის სტილს და ამავდროულად იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარს უცხო ენაზე.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ვასაძე
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninovasadze1@gmail.com

